დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > ეკონომიკური რეფორმები
Language version: English
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განხორციელდა. აღნიშნული რეფორმები მიმართული იყო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.
ქვეყანაში განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ეფექტიანი, პროფესიონალური და გამჭვირვალე საჯარო სამსახური.
ეკონომიკის დერეგულირებისაკენ მიმართული პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროების რაოდენობა და გამარტივდა რეგულირების პროცედურები.
აღსანიშნავია ქვეყანაში განხორციელებული პრივატიზაციის პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო, როგორც პირდაპირი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების, ასევე კერძო სექტორის როლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკაში.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყანაში კერძო მეწარმეობის განვითარება, მისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით. ეკონომიკური რეფორმები მიმართულია ლიბერალიზაციასა და კერძო სექტორის განვითარებაზე დაფუძნებულ ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა - საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია ევროპაში. მნიშვნელოვნად არის შემცირებული გადასახადების როგორც რაოდენობა 21-დან 6-მდე (2004-2008), ასევე, საგადასახადო განაკვეთები. საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღეისათვის მოქმედებს ექვსი გადასახადი, მათ შორის 5 საერთო სახელმწიფო და 1 ადგილობრივი:
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო სისტემაში. კერძოდ, 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სოციალური გადასახადი და შეიქმნა ერთიანი საშემოსავლო გადასახადი (2008წ. - 25%; 2009 წლიდან - 20%), ხოლო მოგების გადასახადის განაკვეთი შემცირდა 20%-დან 15%-მდე. გადასახადის გადაკვეთი დივიდენდებსა და პროცენტებზე დღეისათვის შეადგენს 5%-ს ნაცვლად 2005 წელს არსებული10%-სა. გარდა ამისა, საქართველოში დაინერგა მნიშვნელოვანი პროცედურული და ინსტიტუციური სიახლენი, საგადასახადო დავების განხილვის გამარტივებული სისტემა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყანას მეწარმეებისა და უცხოელი ინვესტორებისათვის. დაგეგმილია საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაცია.
საბაჟო რეფორმა – საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით მნიშვნელოვნად გამარტივდა საბაჟო პროცედურები. საბაჟო ტარიფების რეფორმის შედეგად, გაამარტივდა და შემცირდა საგარეო ვაჭრობასათან დაკავშირებული ხარჯები.
საიმპორტო ტარიფების რაოდენობა გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 90 პროცენტზე და ამასთან, ამჟამად მოქმედებეს მხოლოდ სამი სახის ტარიფი (0%, 5%, 12%), ადრე არსებული 16-ის ნაცვლად. საბაჟო გადასახადები დაწესებულია მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და სამშენებლო მასალებზე. გარდა ამისა, ქვეყანაში არ მოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვები (ქვოტები) იმპორტსა და ექსპორტზე.
ბიზნესის ლიცენზირების/ნებართვების მოდერნიზებული სისტემა – ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემის რეფორმირების შედეგად, ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა 84 პროცენტითაა შემცირებული. დღეისათვის, ლიცენზიები და ნებართვები საჭიროა მხოლოდ მაღალი რისკის შემცველი პროდუქციისა და მომსახურების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და სპეციფიკური საქმიანობის წარმოებისათვის.
მნიშვნელოვნად გამარტივდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურები, დამკვიდრდა “ერთი სარკმლის” და “დუმილი თანხმობის ნიშანია” პრინციპი.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო ლიბერალიზაციისა და შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მიღებულ იქნა კანონი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ”, რომლის თანახმად, ასეთი ზონა შესაძლოა შეიქმნას 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისივე, ან ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე. ზონაში მოქმედებს განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი, გამარტივებულია რეგისტრაციისა და სხვა პროცედურები.
თავისუფალი ზონების დაარსება და ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოდინებას, გააჩენს მოთხოვნას კვალიფიციურ შრომით ძალაზე და დადებითად აისახება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე.
ტექნიკური რეგულირების სისტემის რეფორმა – საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციისა და მომსახურებისათვის ტექნიკური ბარიერების მოხსნა საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
ამ მიზნის რეალიზებისათვის, საქართველოში განხორციელდა ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს:
აღნიშნული რეფორმის შედეგად მოხდა ნებაყოფლობითი სტანდარტების სისტემაზე გადასვლა და სისტემაში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის შემცირება, რაც მნიშვნელოვნია სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებისათვის.
საქართველოში ნებაყოფლობითი სტანდარტიზაციის დანერგვა მეწარმეს საშუალებას აძლევს:
შეარჩიოს ქვეყანაში რეგისტრირებული სტანდარტი თავისი საქმიანობისათვის;
სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია - საქართველოს მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვისათვის მიმდინარე რეფორმათაგან მნიშვნელოვანია 2004 წელს დაწყებული პრივატიზების პროცესი, რომლის უმთავრესი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ობიექტების განსახელმწიფოებრიობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისათვის, კერძო სექტორის ზრდისა და განვითარებისათვის, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, ქვეყანაში არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისთვის და ა.შ.
ლიბერალური შრომის კოდექსი – საქართველოს ახალმა შრომის კოდექსმა შრომითი ურთიერთობების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტანა, გაამარტივა რა ურთიერთობები დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის.
რეფორმის შედეგად, Heritage Foundation-ის და სხვა ანალიტიკური ცენტრების მიერ საქართველოს შრომის კოდექსი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, რადგან მან მნიშვნელოვნად შეამცირა დაქირავების და სამუშაოდან გათავისუფლების ხარჯები.
შეღავათიანი საგარეო-სავაჭრო რეჟიმები - საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 2003 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც ქვეყნის ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკაც უწყობს ხელს.
საქართველოში მოქმედებს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები:
საქართველოს 33 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ხელსეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ხოლო 32 ქვეყანასთან - ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების თაობაზე.
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თობაზე.