დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სამინისტროს შესახებ

Language version: EnglishLanguage version: English

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისიაა ქვეყნის ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპებისა და მდგრადი განვითრების უზრუნველყოფის მიზნით ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

ქვეყნის მომავალი განვითრების ძირითადი დებულებები და მიმართულებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამაში “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”, ხოლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული ღონისძიებები გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან სტრატეგიულ დოკუმენტში - ”ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2010-2013 წლებისათვის” და შესაბამისად, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში.

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელთა მიზანია მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა.

შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები მიმართულია:

  • სამეწარმეო საქმიანობის ლიბერალიზაციის, კერძო მეწარმეობისათვის ხელშემწყობი გამჭვირვალე და სტაბილური საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სტაბილური და მიმზიდველი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისკენ;
  • აქტიური პრივატიზაციის პროცესის განხორციელებისა და ძლიერი კერძო სექტორის შექმნის ხელშეწყობისკენ;
  • ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობისა და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნისკენ;
  • ტურისტული, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობისკენ;
  • საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობისკენ;
  • საქართველოს რეგიონებისა და პოსტკონფლიქტური ტერიტორიების რეაბილიტაციისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.

აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელება შედეგად გამოიღებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სტაბილურ ზრდას, კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და სიღარიბის დონის შემცირებას, რაც ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მნიშვნელოვან წინაპირობებს წარმოადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავის საქმიანობაში ეყრდნობა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის პრინციპებს.

მინისტრი

მინისტრის მოადგილე

archil kekelia

არჩილ კეკელია

მინისტრის პირველი მოადგილე

giorgi karbelashvili

გიორგი კარბელაშვილი

მინისტრის მოადგილე

tamar chelidze

თამარ ჭელიძე

მინისტრის მოადგილე

Davit Giorgadze

დავით გიორგაძე

მინისტრის მოადგილე

uruzmag qarqusovi

ურუზმაგ ქარქუსოვი

მინისტრის მოადგილე

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი