პრივატიზების დეპარტამენტის ვებ გვერდი:
http://www.privatization.ge/
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ;
- წინადადებების მომზადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ;
- პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა;
- სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში;
- საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა;
- მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე;
- პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად;
- სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა;
- მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა კომპეტენციიდან გამომდინარე.
პრივატიზების დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულები
- პრივატიზების ორგანიზების სამმართველო
- ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო
- კერძო სექტორთან ურთიერთობის სამმართველო
- მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება)