დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

Language version: EnglishLanguage version: English

Grigol Kakauridze

გრიგოლ კაკაურიძე

დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ მესხი

სამმართველოს უფროსი

ასტამურ აჩბა

სამმართველოს უფროსი

სოსო ბარჯაძე

სამმართველოს უფროსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში შედის:

  • ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა;
  • დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება;
  • ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;
  • ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
  • ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად;
  • სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული მშენებლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
  • გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;
  •  განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების ორგანიზება;
  • მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ქვეყნის საბინაო ფონდის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების სტრუქტურის შემუშავება და სამუშაოთა კოორდინაცია;
  • საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა;
  • საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა;
  • საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით;
  • მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;

დეპარტამენტი შედგება სამი სტრუქტურული ერთეულისაგან: ურბანული განვითარების სამმართველო, მშენებლობის საქმეთა სამმართველო, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის სამმართველო

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

To View Animation Download "Flash Player"

chartXml2112geo.xml