დღეს არის: ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი
Language version: English
+(995 32) 99 11 17
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
+(995 32) 99 10 51
სამმართველოს უფროსი
+(995 32) 99 10 55
სამმართველოს უფროსი
+(995 32) 99 10 51
+(995 32) 98 27 39
სამმართველოს უფროსი
+(995 32) 99 10 57
+(995 32) 99 82 97
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში შედის:
საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველო, ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო, საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო.
აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს ვმოს-ს წევრი ქვეყნებისთვის განსხვავებულ დაბალ საბაჟო ტარიფებს.
2005 წლის ივლისში საქართველო გახდა GSP-ის ახალი სქემის ბენეფიციარი.
საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ვინაიდან თუ ძველი სქემით საქართველოს ეძლეოდა შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზარზე უბაჟოდ შეეტანა მხოლოდ 3300 დასახელების პროდუქცია და 6900 საქონელზე მოქმედებდა მხოლოდ გარკვეული შეღავათები, ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო ისარგებლებს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის (პროდუქცია რომელზეც ვრცელდება GSP+ დოკუმენტი-1; დოკუმენტი-2;)
საქართველოს 1994 წლიდან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ქვეყნებთან , რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ურთიერთ-ვაჭრობაში საქონლისა და მომსახურების გათავისუფლებას საბაჟო საიმპორტყო გადასახადისგან.
შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან სრულად გაუქმდა სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფები. გარკვეული გამონაკლისები არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტზე საბაჟო გადასახადები შენარჩუნდა ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში იმპორტზე საბაჟო გადასახადები შენარჩუნდება გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, თუმცა გარკვეული სახის საქონელი ექვემდებარება შეღავათებს კვოტების სახით, რომელთა განაწილებაზე პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის გენერალური სამდივნო.
იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ ევროკავშირში ან თურქეთში ექსპორტისას ისარგებლოს პრეფერენციული რეჟიმით (GSP+), მას უნდა ახლდეს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა "A", რომელსაც გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
ფორმა "A"-ს გაცემა წარმოებს უფასოდ 3 დღის ვადაში, თუ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.
ფორმა "A"-ს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
სერთიფიკატის მიღევა შესაძლებელია სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრში.
2006 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი საბაჟო ტარიფების შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. 2007 წლიდან აღნიშნული კანონი გაუქმდა და მისი დებულებები გადავიდა საგადასახადო კოდექსში (XII თავი). აღნიშნული ცვლილების შესაბამისად 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 90%-ზე (დარჩენილია, მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და საშენ მასალებზე). აღარ არესბობს სეზონური ტარიფები. კანონმდებლობის თანახმად აღარ არის განსხვავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის. ასევე სავაჭრო ლიბერალიზაციის რეფორმის ფარგლებში გამარტივდა საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის “ფორმა ™A”-ს გაცემის წესები. წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად აღარ არის საჭირო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ექსპერტიზის აქტის წარდგენა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებითი ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.
ქვეყნის კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება, ქვოტირება აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის.
აკრძალულია კულტურულ ფასეულობათა საქონლის საქართველოდან ექსპორტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.