იურდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
- სამინისტროს კანონშემომქედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
- სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტრული ქვედანაყო-ფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
- დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება;
- სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
- სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
- მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფომრაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისაგან;
- მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
- სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
- სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა;
- დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად;
სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების და საერთაშორისო ორაგნოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის - სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; პარლამენტთან ურთირთობის სამმართველო;