დღეს არის: ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > ადმინისტრაცია

Language version: EnglishLanguage version: English

revaz lominadze

რევაზ ლომინაძე

ადმინისტრაციის უფროსი

მარიამ დახუნდარიძე

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

ნოდარ აბესაძე

პროტოკოლის სამმართველოს უფროსი

ლალი ჭელიძე

კანცელარიის უფროსი

ავთანდილ შალამბერიძე

სამმართველოს უფროსი

     ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

  • საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;  
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;  
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
  • ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • პროტოკოლის სამმართველო;
  • საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო;
  • კანცელარია (სამმართველო);
  • არქივი (განყოფილება).


           ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
  • სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემიდან და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან);
  • სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
  • საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
  • მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში;
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;
  • სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
  • საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
  • ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
  • საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში;
  • საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
  • სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
  • დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში;
  • სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;
  • სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
  • მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი