დღეს არის: პარასკევი 03 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

Language version: EnglishLanguage version: English

Levan Janashia

ლევან ჯანაშია

დეპარტამენტის უფროსი

ხათუნა გოგოლიძე

სამმართველოს უფროსი

კობა გაბაძე

სამმართველოს უფროსი

ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვას და კოორდინაციას;
  • დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;
  • ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
  • სალიცენზიო მოწმობების გაცემა, ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა;
  • გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.

ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტში შედის: ბუნებრივი რესურსების მართვის და აუქციონების ორგანიზების სამმართველო და წიაღისეულის მოძიების და მოპოვების უზრუნველყოფის სამმართველო

 მიმდინარე აუქციონები :


3 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება



6 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება


14 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის  მიზნით აუქციონი გაიმართება


21 სექტემბერს 12 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება




ვადაგაგრძელებული აუქციონები:

1. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


2. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


3. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


4. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


5. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


6. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ” 


7. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ” 


8. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


9. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


10. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ” 


11. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - "შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ"


12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


13. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”


15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”

16. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება - ”სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ”

სარგებლობის ლიცენზიის სახეები

  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
  • მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია
  • ტყით სარგებლობის გენერალურ ლიცენზია, რომელიც მოიცავს:
  • ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიას
  • სამონადირეო მეურნეობის სპეციალურ ლიცენზიას
  • თევზჭერის ლიცენზია
  • ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენცისს (CITES)  დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია

ლიცენზიის მაძიებელი  ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:

  • განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მოსაპოვებელი რესურსის სახე, რაოდენობა,ადგილმდებარეობა და ლიცენზიის მოქმედების ვადა.
  • კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.
  • განცხადებაში მითითებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – დამატებით უნდა იყოს წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მესაკუთრის თანხმობა.
  • დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი:

ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება ენიჭება პრეტენდენტს, რომელიც რესურსით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს.

დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს სამინისტრო მთავრობასთან შეთანხმებით.

დახურული აუქცონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება ენიჭება პრეტენდენტს, მათ მიერ შემოთავაზებული თანხის პროპორციულად.

ღია და დახურული აუქციონი ტარდება საჯაროდ.

აუქციონი ცხადდება სამინიტროს ინიციატივით ან მაძიებილის განცხადებით

აუქციონის გამართვის და მასში მონაწილეობის პირობები:

  • ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში
  • აუქციონი ტარდება სამინიტროს შენობაში
  • განცხადებები აუქციონში მონაწილეობის თაობაზე მიიღება გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში
  • განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ადგენს სამინისტრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ქვეყნდება აუქციონის გამოცხადებასთან ერთად

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1.  განცხადება, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
  2. კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.
  3.  სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (ფიქსირებული თანხა 200 ლარი)
  4. "ბე"-ს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( გადასახდელი თანხის 20 %)

გამარჯვებული ლიცენზიას მიიღებს თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში

ლიცენზიაში ცვილებების შეტანა

  • ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი  გარკვეული ვადით იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს
  • სამინისტროს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ 3 დღის განმავლობაში შეაქვს  ცვლილება სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას
  • ლიცეზიაში ცვლილებების შეტანა სრულიად უსასყიდლოა და ლიცენზიის მფლობელს არ ეკისრება რაიმე სახის დამატებითი გადასახადები.
  • დეპარტამენტი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია

ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები სამინისტროს წარუდგენენ:

განაცხადს, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს:

  • კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები;
  • 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა, დატანილი ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატებით;
  • ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ
  • ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება).

კონტროლს სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექცია

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

To View Animation Download "Flash Player"

chartXml2812geo.xml