დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო >

Language version: EnglishLanguage version: English

სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტი"

სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" მიზანია მეწარმე სუბიექტებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით ახალი საწარმოების შექმნის, რეგიონალური ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ხალხური რეწვის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

2008 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 117 პროექტი, საერთო ღირებულებით 62.4 მლნ ლარი, ხოლო 2009 წელს დაფინანსდა 17 პროექტი და გაცემული კრედიტის მოცულობამ 2.5 მლნ ლარი შეადგინა.

კრედიტი გაიცა სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ხალხური რეწვის და ტურიზმის სფეროებში.


წარმატებულად განხორციელებული პროექტები:

ტყიბულის ჩაი

  • საქმიანობა: ჩაის წარმოება
  • ადგილმდებარეობა: იმერეთი, ტყიბული
  • კრედიტის მოცულობა: 350 000 ლარი

tyibulis chai

გარემონტდა და გადაიხურა ფაბრიკის შენობა, შემოიღობა ტერიტორია, შეძენილია დანადგარები, მათ შორის დამფასოებელი დანადგარი.

გარემონტდა საქვაბე და სხვადასხვა მოწყობილობები, შეძენილია გენერატორი. საწარმო სეზონზე უშვებს პროდუქციას.

2008-2009 წლებში მიღებულია და გადამუშავებულია 335 ტონა მწვანე ჩაის ფოთოლი.

შპს "ელიტა"

  • სესხის თანხა: 250 000 ლარი
  • ადგილმდებარეობა: სურამი
  • საკონსერვო ქარხანა

elita 

ეს არის სურამის ყოფილი საკონსერვო ქარხანა.

რეაბილიტირებულია აღნიშნული საწარმოს შენობა-ნაგებობები.

 მთლიანად არის რეაბილიტირებული და დანადგარებით აღჭურვილი საწარმო.

 აშენებულია და ფუნქციონირებს საწყობი და საქვაბე ორი ახალი საქვაბე დანადგარით. 

ი/მ "ბეგლარ მიქელაძე"

  • საქმიანობა: ჟოლოსა და მოცვის
  • პროდუქტების წარმოება
  • ადგილმდებარეობა: აჭარა, ხელვაჩაური
  • სესხის მოცულობა: 200 000 ლარი

beglar miqeladze

ჩატარდა 200 კვ.მ ფართობზე სარემონტო სამუშაოები, შეძენილი და შემოტანილი იქნა ინფრაწითელი ტექნოლოგიის მქონე ხილბოსტნეულის გამოსაშრობი მოწყობილობა, დამონტაჟებულია კონვენციური შრობის კარადა (ნედლეულის ხარისხის შენარჩუნებისათვის), ნედლეულის საინსპექციო ხაზი (ხარისხის პერმანენტული კონტროლისათვის), წვენებისა და ბლანტი მასის ჩამოსასხმელი დანადგარი, ვაკუუმშემფუთავი და მექანიკური დასაფასოებელი დანადგარი. მწყობრშია მზა პროდუქციის საწყობი.

შპს "ნეოპრინტი"

  • საქმიანობა: ქაღალდის დამზადება
  • ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი, წეროვანი
  • კრედიტის მოცულობა: 990 000 ლარი

neopriti

აშენდა საწარმოო და ადმინისტრაციული შენობა.

შეძენილი და დამონტაჟებული იქნა ქაღალდის დამამზადებელი მანქანა-დანადგარები.

საწარმოში დასაქმებულია დევნილი მოსახლეობა.



შპს "ხილის კომპანია ნარინჯი"

  • საქმიანობა: ხილის გადამუშავება
  • ადგილმდებარეობა: აჭარა, ხულო
  • კრედიტის მოცულობა: 1 000 000 ლარი

narinji

აშენებულია თანამედროვე სამრეწველო ტიპის საწარმოო შენობა და ნაგებობები.

მოწყობილია მანდარინის დამხარისხებელი საამქრო.

შეძენილია წვენების და კონცენტრატების დასამზადებელი დანადგარები.



ი/მ "თემური გიგაშვილი კერა"

  • საქმიანობა: საკალმახე მეურნეობა
  • ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი, ქ. გორი
  • კრედიტის მოცულობა: 120 000 ლარი

kera


გაფართოვდა საკალმახე მეურნეობა, გარემონტდა ომის დროს დაზიანებული აუზები, შეძენილ იქნა ზუთხისა და კალმახის ლიფსიტები, საკვები ნედლეული.

საწარმოში დასაქმდება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა.

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

იაფი კრედიტი

სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტი – 2008"

"ექსპორტის წახალისების" ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვრა სესხის გაცემის შემდეგი პირობები: 

  • კრედიტის მოცულობა: მინიმუმ 100 000 ლარი
  • კრედიტით სარგებლობის ვადა: მაქსიმუმ 10 წელი
  • საპროცენტო განაკვეთი: მაქსიმუმ 10 პროცენტი
  • საშეღავათო პერიოდი: მაქსიმუმ 3 წელი

"რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების" ქვეპროგრამის პირობები:

  • კრედიტის მოცულობა: მინიმუმ 20 000 ლარი
  • კრედიტით სარგებლობის ვადა: მაქსიმუმ 10 წელი
  • საპროცენტო განაკვეთი: ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მაქსიმუმ 12 პროცენტი, ბანკებისათვის - 2 პროცენტი
  • საშეღავათო პერიოდი: მაქსიმუმ 3 წელი

2008 წელს კრედიტები გაიცა შემდეგ სფეროებში

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება 

ჩაის მიღება-გადამუშავება

ყურძნის ჩაბარება და სასმელების წარმოება

რძის და ხორცის ჩამბარებელი პუნქტები 

თხილის და მარცვლეულის (ხორბლის,  მზესუმზირის) გადამუშავება

ხე-ტყის გადამუშავება,  ბრიკეტებისა და მერქანბურბუშელოვანი ფილების (დსპ-ს) წარმოება

მეფრინველეობის ფაბრიკები

ფეხსაცმელების და სპეცქსოვილების წარმოება

ტურიზმი

ხალხური რეწვა

სხვადასხვა პროექტები