საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი 66,3 პროცენტს შეადგენს. ეს ქვეყნებია:
თურქეთი – ბრუნვის მოცულობით 1014.2 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 18.4 %);
აზერბაიჯანი – ბრუნვის მოცულობით 544,4 მლნ.აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 9,9%);
უკრაინა – ბრუნვის მოცულობით 502,3 მლნ.აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 9.1%);
გერმანია – ბრუნვის მოცულობით 324,4 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 5.9%;
რუსეთი – ბრუნვის მოცულობით 310,2 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 5.6%);
აშშ – ბრუნვის მოცულობით 263,7 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 4,8%);
ბულგარეთი – ბრუნვის მოცულობით 235,1 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 4,3%);
ჩინეთი - ბრუნვის მოცულობით _ 180,6 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 3,3%);
იტალია - ბრუნვის მოცულობით 151მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 2,7%);
კანადა - ბრუნვის მოცულობით 131,4 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 2,4%).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა.
აღნიშნულ პერიოდში, თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1014,2 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ბრუნვის 18.4%) შეადგენს.
თურქეთში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 226,2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (მთლიანი ექსპორტის 19.9%).
ექსპორტირებულ პროდუქციას შორისაა:
ფეროშენადნობები – 36.0%;
შავი ლითონების ჯართი – 24.4%;
ზეთოვანი კულტურების თესლების ფქვილი – 9.4%;
ქალის კოსტუმები და კომპლექტები – 3.2%;
ელექტროენერგია - 3.1%
სხვა პროდუქცია – 23.9%.
2009 წელს, საქართველოში თურქეთის იმპორტმა 788 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 18%).
იმპორტირებულ პროდუქტებს შორისაა:
სამკურნალო საშუალებები – 3.3%;
ქაღალდი – 2.9%;
ცემენტი – 1.8%;
პოლიმერული მასალები –1.7%;
პლასტმასის მილები - 2.6 %
სხვა პროდუქცია – 87.7%.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები