5 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა.
აუქციონი გამოცხადებული იყო 9 ობიექტზე, გაიყიდა აუქციონზე გატანილი ყველა ობიექტის ლიცენზია.
ყველაზე მაღალ ფასად, 44 249 ლარად გაიყიდა მცხეთაში, სოფ. გალავანის ტერიტორიაზე, მდ. თეზამის ქვიშა, ხრეშის გამოვლინების ლიცენზია.
ჯამში 5 იანვარს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 144 982 ლარი შეადგინა.
აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ლიცენზიები:
ხაშური, სოფ. ოძისის ტერიტორიაზე "სურამი-ოძისის" კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 30 308 ლ. შეიძინა შპს "საქართველოს საშენიმასალები"-მ;
ზუგდიდი, სოფ. ორსანტიას ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე "კოკის" ქვიშა, ხრეშის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 4 425 ლ. შეიძინა შპს "ზუგდიდის საგზაო სამმართველო"-მ;
მცხეთა, სოფ. გალავანის ტერიტორიაზე, მდ. თეზამის ქვიშა, ხრეშის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 44 249 ლ. შეიძინა ფიზიკურმა პირმა;
ტყიბული, სოფ. ცუცხვათის ტერიტორიაზე "ცუცხვათის" ბაზალტის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა ფიზიკურმა პირმა;
ხარაგაული, სოფ. ქროლის ტერიტორიაზე ”ქროლის” კირქვების გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა ფიზიკურმა პირმა;
წალკა, სოფ. ბურნაშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ”ტაბაწყურის” ანდეზიტ-დაციტ-რიოლითების გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა შპს ”ქვის სახლი”-მ;
სენაკი, სოფ. კოტიანეთის ტერიტორიაზე ”კოტიანეთის” კირქვის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა სს ”არქეოპოლისი”-მ;
სენაკი, სოფ. ძველი სენაკის ტერიტორიაზე ”ძველი სენაკის” კირქვის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა სს ”არქეოპოლისი”-მ;
დუშეთი, სოფ. მაღაროსკარის ტეიტორიაზე ”მაღაროსკარის” ქვიშაქვების გამოვლინება. გასაყიდი ფასი 11 000 ლ. შეიძინა სს ”ერისიმედი”-მ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები