ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საახალწლო საჩუქარი ბავშვებს - დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით და რკინიგზის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2010 წლის 7 იანვრიდან მატარებელ "კუკუშკას" სპეციალური ტური ამოქმედდა მარშრუტით - ბაკურიანი-წაღვერი-ბაკურიანი.
აღნიშნული ტური 1 თვის განმალობაში იმუშავებს, პირველი 3 დღის (7, 8, 9 იანვარი) განმავლობაში კი გასეირნება უფასო იქნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს "კუკუშკას", როგორც ტურისტული პროდუქტის აღდგენას და მის პოპულარიზაციას, რაც კიდევ ერთი საშუალება იქნება ამ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად.
მატარებლის ვაგონები საახალწლოდ იქნება გაფორმებული, ტურის პირველი 3 დღის განმავლობაში მგზავრების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ.
5 და 6 იანვარს აღნიშნული ტურის პრომოაქციები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სანტა კლაუსმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა საახალწლოდ გაფორმებული მარხილებით ამცნეს დამსვენებლებს ტურის გახსნის შესახებ.
აქციის მიმდინარეობისას ასევე დარიგდა სარეკლამო ფლაერები და ტკბილეული.
7 იანვარს ტურის საზეიმო გახსნა შედგა. ღონისძიებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე და დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები