დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები

Language version: EnglishLanguage version: English

სამინისტროს სიახლეები

სამინისტრო

2010 იანვარი 11

მინისტრი ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრებს შეხვდა

espanelebi

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრები ხუან მოსკოსო, ალექს საესი და ესპანელი ბიზნესმენი კარლოს კაბა მიიღო. შეხვედრაზე სავაჭრო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირში საქართველოს ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც მინისტრმა სტუმრებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ამიტომ საქართველომ ეს პერიოდი აქტიურად უნდა გამოიყენოს.

“ესპანელი დეპუტატების განწყობა საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიურია. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება” - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
თავის მხრივ, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრ ხუან მოსკოსომ აღნიშნა, რომ ესპანეთს საქართველოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და სამომავლოდაც დიდი გეგმები გააჩნია.

“ეს ეხება როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ აგრეთვე “აღმოსავლური პარტნიორობის” ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროკავშირის სამომავლო განვითარებაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ვაჭრობის სფეროში” - განაცხადა ხუან მოსკოსომ.

  1. 1პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7ადმინისტრაცია

  8. 8საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

აირჩიეთ დეპარტამენტები

აირჩიეთ თარიღის მიედვით

დან თარიღი
დან თარიღი
last date

კალენდარი

  • Previous
  • Next
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930