დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები

Language version: EnglishLanguage version: English

სამინისტროს სიახლეები

ტურიზმი

2010 იანვარი 15

შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია

prezentacia

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში საქართველოში შიდა ტურიზმის სამომხმარებლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაალ აბაზაძე გახსნა.

შიდა ტურიზმის ამ მასშტაბისა და ხასიათის კვლევა პირველი პრეცენდენტია საქართველოში და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რათა ამ მიმართულებით სწორად წარმართონ მარკეტინგული სტრატეგია.

კვლევა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა BCG Research-მა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით. კვლევა 6 კვირის განმავლობაში (2009 წლის 4 ნოემბრიდან -16 დეკემბრამდე) მიმდინარეობდა და მისი სამიზნე ჯგუფი იყო 1000 ოჯახი თბილისში, სულ 3382 რესპონდენტი.

კვლევის შედეგად მოხდა შიდა ტურისტული ბაზრის ტენდენციების შესწავლა.

როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბექა ჯაყელმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის ბაზრის განვითარების პერსპექტივების მიმართულებით, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა.

კერძოდ, 2010 წელს შიდა ტურისტთა ნაკადი გაიზრდება როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კურორტების კუთხით. ამასთან, მზარდი მოთხოვნილებაა მოკლევადიან (რამდენიმედღიან) და თემატურ ტურებზე, მათ შორის კულტურულ, სათავგადასავლო, რელიგიურ და ა.შ. მზარდი ტენდენცია შეინიშნება ქვეყნის ისტორიული კუთხეების მონახულების მსურველთა მხრივაც.

საქართველოში შიდა ტურიზმისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია აგვისტო-ოქტომბერი, ზღვისპირა კურორტებზე დასვენებას დამსვენებელთა 25 % ამჯობინებს, თითქმის 20 % კი დასასვენებლად სამთო კურორტებს არჩევს. საერთო ჯამში კვლევამ დაადასტურა, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში მზარდი სეგმენტია, რომელიც 2010 წელს გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

  1. 1პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7ადმინისტრაცია

  8. 8საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

აირჩიეთ დეპარტამენტები

აირჩიეთ თარიღის მიედვით

დან თარიღი
დან თარიღი
last date

კალენდარი

  • Previous
  • Next
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930