დღეს არის: პარასკევი 10 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები

Language version: EnglishLanguage version: English

სამინისტროს სიახლეები

სამინისტრო

2010 იანვარი 29

საკოორდინაციო საბჭოზე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

sakordinacio-sabchos-skhdoma

დღეს სასტუმრო "რედისონში" ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომაზე პროექტის 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომაზე მხარეებმა სარკინიგზო მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობისა და რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

"ეს არის პროექტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არც ერთი დღე არ გაჩერებულა. დღეს დამტკიცდა 2010 წლის ბიუჯეტი, თანხა განისაზღვრა 100 მლნ აშშ დოლარით, რომელიც იქნება აზერბაიჯანული მხარის ინვესტიცია. 2012 წლის დასაწყისში პროექტი ექსპლუატაციაში შევა. პროექტი უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ხორციელდება დიდი ინვესტიცია, ამ მონაკვეთზე რამდენიმე ასეული ადამიანია დასაქმებული, პროექტი ხელს უწყობს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეს არის ყველაზე მოსახერხებელი დამაკავშირებელი გზა საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის" - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, უკვე შესრულებულია სამუშაოების 30-35 პროცენტი, დანარჩენი 60 პროცენტი 2 წლის განმავლობაში დასრულდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ტრასპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, რომ ამ პროექტისთვის 2010 წელს, 100 მლნ აშშ დოლარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებთ აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი გამოყოფს.

”სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები უკვე გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, 2011 წლის ბოლოს ვიქნებით პროექტის დასრულების სტადიაში, ხოლო 2012 წელს ამ გზით ბაქო-თბილისი-ყარსს დავაკავშირებთ” - აღნიშნა მამედოვმა.

აზერბაიჯანელი მინისტრის თქმით, აღნიშნულ კორიდორს აქვს დიდი ეკონომიკური და რეგიონალური მნიშვნელობა არა მხოლოდ პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

”ეს კორიდორი ევროპას აზიასთან დააკავშირებს. პროექტით დაინტერესებულია ყაზახეთი. ყაზახები ექსპლუატაციის პირველივე წელს მაგისტრალით 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვას აპირებენ” - განაცხადა ზია მამედოვმა.

სასტუმრო ”რედისონში” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, მინისტრის მოადგილე მუსა პანახოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნასირ თალიბოვი, რკინიგზის ხელმძღვანელი აფირ ასკეროვი და სხვა ოფიციალური პირები. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, შპს ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, შპს ”მარაბდა-კარწახის” ხელმძღვანელი ბიძინა ბრეგაძე, ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ვაწაძე და სხვა პირები.

  1. 1პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7ადმინისტრაცია

  8. 8საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

აირჩიეთ დეპარტამენტები

აირჩიეთ თარიღის მიედვით

დან თარიღი
დან თარიღი
last date

კალენდარი

  • Previous
  • Next
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930