ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციები:

  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, მეზობელქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ორმხრივსაინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა, სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება, ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; 
  • ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • კომპანიების დახმარება აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით; 
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვაქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით;
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა დაორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება, ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი;
  • საქართველოსა და აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; 
  • საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან მოთხოვნებისა და რეალური პარამეტრების შედარების საფუძველზე ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და მათთან ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვა; 
  • ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება და ხელმძღვანელ პირთათვის წარდგენა;
  • საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებათა წარმოება; 
  • დონორთა პრიორიტეტების იდენტიფიცირება;
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული საპროექტო წინადადებების მოძიება და დონორთა პრიორიტეტების შესაბამისად მათი მხარდაჭერა.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

1. აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველო

2. ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების სამმართველო

3  მეზობელი ქვეყნებისა  და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველო

4.  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების სამმართველო


 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თარაშ პაპასქუა 
დეპარტამენტის უფროსი (მ.შ.)

ელ-ფოსტაtpapaskua@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 44

 

----------------------------------------------------------------------------------------------------


ირინა ჯაფარიძე
ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: ijaparidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 51


----------------------------------------------------------------------------------------------------

ნანა შავიძე 
მეზობელი ქვეყნებისა  და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: nshavidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 11 24

----------------------------------------------------------------------------------------------------


ინგა ახობაძე 
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: iakhobadze@moesd.gov.ge 
ტელ: +(995 32) 299 10 68

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©