ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის ფუნქციები:  

 

  • ქვეყნის ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკისდარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; 
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა დაკოორდინაცია; 
  • ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; 
  • სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; 
  • იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვამოქმედებათა კოორდინაცია; 
  • ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
  • მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია, მოლაპარაკების წარმოებაშიმონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით; 
  • მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; 
  • საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; 
  • იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით საინვესტიციო ხელშეკრუ ლებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება დაკოორდინაცია; 
  • საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:


1. სექტორული განვითარების სამმართველო

2. პროექტების განვითარების სამმართველო


 

საკონტაქტო ინფორმაცია:


ზაზა ჩიხრაძე
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: zchikhradze@moesd.gov.ge  
ტელ: +(995 32) 299 

----------------------------------------------------------------------------------------------------
 

თეა ავაზაშვილი
სექტორული განვითარების სამმართელოს უფროსი (მ.შ.)

ელ-ფოსტა:  tavazashvili@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 

----------------------------------------------------------------------------------------------------

ლელა ნოზაძე
პროექტების განვითარების სამმართელოს უფროსი (მ.შ.)

ელ-ფოსტა: lnozadze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 

----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©