საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის  ფუნქციები:

  • საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების, ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი; 
  • საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და კოორდინაცია; მსხვილ ან/და სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირების განხორციელება; 
  • საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტზე დეტალური ანალიზის მომზადება; 
  • ინვესტორთან პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია და მისი მხარდაჭერა; 
  • საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
  • საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი; 
  • დაკავშირებული მხარეებისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება; 
  • საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა; 
  • ინვესტიციების ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია


გიორგი ედილაშვილი
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: gedilashvili@moesd.gov.ge 
ტელ: +(995 32) 299

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©