ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები: 

  • სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლოატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; 
  • სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; 
  • აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; 
  • სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; 
  • მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 
  • არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროში, როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; 
  • საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; 
  • სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება; 
  • სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; 
  • საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; 
  • სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საფინანსო სამმართველო

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

გ) ლოჯისტიკის სამმართველო

დ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო

ე) პროგრამული განვითარების სამმართველო

ვ) საქმისწარმოების სამმართველო



საკონტაქტო ინფორმაცია


დეპარტამენტის უფროსი

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

ზვიად ჭუნაშვილი
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: ztchunashvili@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 17

----------------------------------------------------------------------------------------------------

ვახტანგ სხილაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: vskhiladze@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 11 27

----------------------------------------------------------------------------------------------------

სოფიო მაგრაქველიძე
საფინანსო სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: smagrakvelidze@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 28

----------------------------------------------------------------------------------------------------

ზურაბ სიჭინავა
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი 

ელ-ფოსტა: zsichinava@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 01

----------------------------------------------------------------------------------------------------

ზვიად გოგილავა
სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: zgogilava@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 11 02

---------------------------------------------------------------------------------------------------- 

ნინო ლომინეიშვილი
პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: nlomineshvili@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 14

---------------------------------------------------------------------------------------------------- 

ქეთევან ტყეშელაშვილი
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: ktkeshelashvili@economy.ge

ტელ: +(995 32 ) 299 10 77

----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©