კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ფუნქციები:

  • ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა; 
  • საპენსიო რეფორმის ეფექტური დაგეგმვისა და შედეგიანად განხორციელების უზრუნველყოფა; 
  • საფინანსო ბაზრის ამოქმედების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სრულყოფა;
  • ამ სფეროში წამოჭრილ პრობლემებზე/შესაძლებლობებზე ეფექტური ფორმით რეაგირება; 
  • საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და საპენსიო რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის;
  • საქართველოს კაპიტალის ბაზრის პრობლემების, განვითარებაში ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა; 
  • რეგულარული შეხვედრების ორგანიზება კაპიტალის ბაზრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით;
  • საქართველოს საპენსიო სისტემისა და კაპიტალის  ბაზრის საფრთხეების ანალიზი, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
  • საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაცნობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და კაპიტალის  ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; კაპიტალის ბაზრის პრობლემების მოგვარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების დაგეგმვა, განხორციელების პროცესების მართვა; 
  • კაპიტალის ბაზრის საქმიანობასა და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა; 
  • კაპიტალის ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები, ცვლილებების ინიციატივების დამუშავება; 
  • კაპიტალის ბაზრისა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივების შესაბამის ორგანოებში წარდგენის, არგუმენტირების, ცვლილებების გატანის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივების დამუშავებისას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა

 

საკონტაქტო ინფორმაცია


გიორგი ჭიჭინაძე
დეპარტამენტის უფროსი (მ.შ)

ელ-ფოსტა: gchichinadze@economy.ge
ტელ: (+995 32) 299 10 39

----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©