საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციები:  
 

  • ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი და სამინისტროს საქმიანობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების მომზადება; 
  • საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი; 
  • საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შემუშავების ეფექტური კოორდინაცია სამინისტროს სისტემაში;
  • კონცეფციების ეფექტურად შემუშავებისთვის დაკავშირებული პირების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა; 
  • საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შემუშავების მეთოდოლოგიის შემუშავება, პერიოდულად გადახედვა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთათვის გაცნობა; 
  • საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების შესამუშავებლად საუკეთესო პრაქტიკების მოძიება, იდეებისა და წინადადებების შეგროვება და ანალიზი; 
  • კონცეფციების ჩამოყალიბების პროცესში დაკავშირებული პირების: დარგის ექსპერტების, ინიციატივების უშუალო ბენეფიციარების, მონაწილე უწყებების ჩართულობის ფორმის შემუშავება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; 
  • საუკეთესო პრაქტიკაზე, დარგის სპეციალისტების მოსაზრებებსა და დაინტერესებული პირების საჭიროებებზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციის ჩამოყალიბება; საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების პირველადი ვერსიის განხილვა სამიზნე მხარეებთან და, საჭიროების მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის კონცეფციის რედაქციის კორექტირება; შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების კონცეფციების დასასაბუთებლად დამატებითი არგუმენტების მომზადება; 
  • შემუშავებული კონცეფციების იურიდიულ დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია


ინგა გაბისონია

სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: igabisonia@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 11 18

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©