საკანონმდებლო ინიციატივების ლობირებისა და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს ფუნქციები: 

  • საკანონმდებლო ინიციატივების მაღალეფექტურობისა და დაკავშირებული პირებისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი მიმღებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; 
  • შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების შემდგომი დახვეწის, გაუმჯობესებისა და საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის ასამაღლებლად სტრატეგიის ჩამოყალიბება; 
  • საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად და გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების და სოციალურ სივრცეში განხილვების ორგანიზება;
  • პირთა წრის იდენტიფიცირება, ვისზეც ზეგავლენას იქონიებს საკანონმდებლო ინიციატივა;
  • საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ურთიერთობა; 
  • დაფიქსირებული მოსაზრებების შეგროვება, დეტალური ანალიზი და ობიექტური წინადადებების ინიციატივებში ასახვა/დაკორექტირება იურიდიულ დეპარტამენტსა და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; 
  • საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტაციის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და რისკების ანალიზი; 
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საკანონმდებლო აქტის ეფექტიანად დანერგვის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის მინიმალიზაცია დაკავშირებულ პირთათვის;
  • საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრა; 
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საკანონმდებლო აქტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების მართვისთვის საჭირო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • საკანონმდებლო ინიციატივების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით; საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მონიტორინგი; 
  • დაკავშირებული მხარეების სრული და ზუსტი ინფორმირება განხორციელებული ცვლილებებისა და მათი დანიშნულების შესახებ;
  • განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის შეფასება;ფციების იურიდიულ დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია


თათია ბერეკაშვილი

მთავარი სპეციალისტი

ელ-ფოსტა:tberekashvili@economy.ge

ტელ: 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©