აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ფუნქციები:
 

  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; 
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება;
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; 
  • ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კომპანიების დახმარება აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით;
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; 
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით,  წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; 
  • აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; 
  • საქართველოსა და აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

ნინო გამხარაშვილი

სამსახურის უფროსი (მ.შ)

ელ-ფოსტა: ngamkharashvili@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 11 94

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

მიმაგრებული დოკუმენტები

 აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახური

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©