ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის  ფუნქციები:
 

  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; 
  • ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; 
  • ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; 
  • საქართველოსა და ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია


ირინა ჯაფარიძე 
სამსახურის უფროსი 

ელ-ფოსტა: ijaparidze@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 10 51

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©