მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ფუნქციები:
 

  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; 
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა, მათი საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და კომპეტენციის შესაბამისად რეაგირება; 
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; 
  • ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; 
  • კომპანიების დახმარება მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებსა და ბიზნესოპერატორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით;
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიორების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, აღრიცხვა და მათი კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; 
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; 
  • მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; 
  • საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;

 

საკონტაქტო ინფორმაცია


ნანა შავიძე 
სამსახურის უფროსი (მ.შ)

ელ-ფოსტა: nshavidze@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 11 24

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©