დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; 

 

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით; 

 

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით; 

 

დ) სამინისტროს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; 

 

ე) სამინისტრო მოქმედების სფეროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვა (პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება) კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

 

ვ) სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება. 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©