ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები: 

 

  • ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტური ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა, განხორციელების უზრუნველყოფა დამონიტორინგი; 
  • ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის ბალანსების შემუშავება დამათი განხორციელების კოორდინაცია; 
  • ენერგეტიკის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებადა სამართლებრივი ბაზის განვითარება, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო- ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; 
  • ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მონიტორინგი; 
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; 
  • სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. განახლებადი ენერგიების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; 
  • განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; 
  • ენერგოეფექტურობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; 
  • ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; 
  • ენერგეტიკის სფეროში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საკითხების კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინებით; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებშიაღებული ვალდებულებების შესრულება, ელექტროენერგეტიკის, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით; 
  • ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათირეალიზაციის კოორდინაცია; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, დადებული შეთანხმებების მონიტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
  • ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

1) განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სამმართველო

2) ანალიზისა და დაგეგმარების  სამმართველო

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


დავით შარიქაძე
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: dsharikadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 

----------------------------------------------------------------------------------------------------

მარგალიტა არაბიძე
განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტაmarabidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 

----------------------------------------------------------------------------------------------------

ელენე გოქსაძე
ანალიზისა და დაგეგმარების  სამმართველოს უფროსი (მ.შ.)

ელ-ფოსტაegoksadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©