საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის  ფუნქციები:

  • ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო სავაჭრო ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების წარმართვა, კოორდინაცია და მათი განხორციელების მონიტორინგი; 
  • საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; 
  • ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; 
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; 
  • ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სავაჭრო მოლაპარაკებებისა და  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველო

ბ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველო



საკონტაქტო ინფორმაცია


მარიამ გაბუნია
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: mgabunia@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 11 03

----------------------------------------------------------------------------------------------------

გიორგი ჩიტაძე

სავაჭრო მოლაპარაკებებისა და  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: giorgichitadze@economy.ge 

ტელ: +(995 32) 299 11 84

----------------------------------------------------------------------------------------------------

მარინე მაჭარაშვილი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: macharashvili@economy.ge 

ტელ: +(995 32 ) 299-10-57

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

მიმაგრებული დოკუმენტები

 საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის  დეპარტამენტის დებულება

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©