შიდა აუდიტის  დეპარტამენტის ფუნქციები: 
 

  • სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; 
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; 
  • სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; 
  • სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; 
  • განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; 
  • სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; 
  • სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; 
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
  • სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
  • დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს.


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შიდა აუდიტის სამმართველო
ბ) ინსპექტირების სამმართველო
 


საკონტაქტო ინფორმაცია


ბეგლარ კაპანაძე 
დეპარტამენტის უფროსი

ელ-ფოსტა: bkapanadze@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 75

----------------------------------------------------------------------------------------------------

თორნიკე შანიძე 
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: tshanidze@economy.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 70

----------------------------------------------------------------------------------------------------

თამარ კალანდია 
ინსპექტირების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: tkalandia@economy.ge 
ტელ: +(995 32) 2 99 11 61

----------------------------------------------------------------------------------------------------

ზაზა ედიშერაშვილი 
შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: z.edisherashvili@economy.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 66

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©