იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები: 
 

  • სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია; 
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 
  • სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; 
  • დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; 
  • მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; 
  • სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; 
  • იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას.



დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო

გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო



საკონტაქტო ინფორმაცია:

 


დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: 

ტელ: +(999 32) 299 10 25 

----------------------------------------------------------------------------------------------------

მირიან გამეზარდაშვილი
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: mgamezardashvili@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 71

----------------------------------------------------------------------------------------------------

ქეთევან გოგუა
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: kgogua@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 11 36

----------------------------------------------------------------------------------------------------

ირაკლი ჭუმბურიძე
სამართლებრივი უძრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: ichumburidze@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 11 82

----------------------------------------------------------------------------------------------------

ანა ბუჩუკური
პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: abuchukuri@economy.ge

ტელ: +(999 32) 299 10 53

--------------------------------------------------------------------------------------------------––

 

მიმაგრებული დოკუმენტები:

 იურდიული დეპარტამენტის დებულება

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©