ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ფუნქციები: 

  • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი; 
  • ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი ტენდენციების გამოვლენა; 
  • ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკფაქტორების გამოვლენა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება;
  • წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშების მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ეკონომიკურ პროცესებზე დეტალური ანალიზის მომზადება; 
  • დაკავშირებულ მხარეებთან (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება; 
  • ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა; 
  • ეკონომიკასა და სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების შეფასება და მონიტორინგი; 
  • სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; 
  • საინვესტიციო გარემოს ანალიზი; 
  • საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა; 
  • ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად კომუნიკაციის ეფექტიანი არხების აწყობა; 
  • ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა;

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

 
1. ეკონომიკური რეფორმების სამმართველო
2. ეკონომიკური ანალიზის სამმართველო

 

საკონტაქტო ინფორმაცია


ვახტანგ ცინცაძე 
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: vtsintsadze@economy.ge

ტელ: +(995 32)  299 11 14

----------------------------------------------------------------------------------------------------


გიორგი ჭიჭინაძე 
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: gchichinadze@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 10 39
---------------------------------------------------------------------------------------------------- 


ბექა ლილუაშვილი
ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: bliluashvili@economy.ge

ტელ: +(995 32) 299 10 47

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©