garveladze@economy.ge

გენადი არველაძე
მინისტრის მოადგილე
 

გენადი არველაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა. მას ფართო გამოცდილება აქვს უცხო ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი იყო ჩინეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და განვითარებაში.

გენადი არველაძე აქტიურად მუშაობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ, ხელმძღვანელობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულების პროცესს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეობამდე მან სტაჟირება გაიარა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და ამ ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენდა. 2012 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2010-2012 წლებში გენადი არველაძე ქალაქ თბილისის მერიის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მას კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ი, ნიუ იორკში მუშაობდა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, კერძოდ - 2007-2008 წლებში კომპანიაში AGM Development LLC AXIS Group, ხოლო 2008-2010 წლებში კომპანიაში Cmple.

გენადი არველაძეს აქვს ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (City University of New York) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

სრულყოფილად იცის ინგლისური და რუსული ენები.

დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©