nturnava@moesd.gov.ge

ნათელა თურნავა
მინისტრის მოადგილე
 
დაბადების თარიღი
1968 წლის 19 ოქტომბერი
 

სამუშაო გამოცდილება

2018 წლის 14 სექტემბერიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2013 წ. აგვისტო - 2018 წ. სექტემბერი - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

2006 – 2013 წ.წ. - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

2005 წ. სექტემბერი - 2006 წ. ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წ. მაისი - სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1997-2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად,  ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;

1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.


განათლება

2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯ.კენედის სახ. სამთავრობო სკოლის ეგიდით;

2012 - 2014 წ.წ. - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი;

1994 წ. - დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

1990 – 1994 წ.წ. -  ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა;

1985 – 1990წ.წ.  - ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი (წითელი დიპლომი), ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ეკონომისტი;

1985 წ. - დაამთავრა ქ. თბილისის N56 საშუალო სკოლა (ოქროს მედალი);

არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.


ენები
ინგლისური, რუსული
 
ოჯახური მდგომარეობა
მეუღლე და ერთი შვილი


 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©