საგარეო ვაჭრობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  27-ე თავი - განსაზღვრავს სააქციზო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციის ჩამონათვალს და სააქციზო განაკვეთებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავი -  განსაზღვრავს იმპორტის დაბეგვრის ობიექტებს, საქონლის საიმპორტო გადასახადების განაკვეთებს, ასევე ზოგიერთი სახის პროდუქციის საიმპორტო გადასახადისაგან გათავისუფლებას და იმპორტთან  დაკავშირებულ სხვა რეგულაციებს. 

საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ   აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებ და ადგენს  თანაბარ არადისკრიმინაციულ ნორმებს ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მეწარმეთა მიმართ. 

საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს და განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, მათ შორის საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციის სახეობებს. ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. 

შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ კანონი -ადგენს შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, ნედლეულის, მასალების, მოწყობილობების, ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და მათ წარმოება-გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. 

საქართველოს პრეზიდენტის N408 ბრძანებულებით - დამტკიცებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა. 

განსაზღვრავს ეტიკეტირების მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მომხმარებლისთვის აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაციის მიწოდება, რასაც ასევე ექვემდებარება იმპორტირებული პროდუქცია. მოიცავს პროდუქციის უსაფრთხოებისადმი ზოგად მოთხოვნებს და მათ შორის  მოიცავს შეფუთვის,  ნიშანდების და ეტიკეტირების პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი- განსაზღვრავს ეტიკეტირების მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მომხმარებლისთვის აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაციის მიწოდება, რასაც ასევე ექვემდებარება იმპორტირებული პროდუქცია. მოიცავს პროდუქციის უსაფრთხოებისადმი ზოგად მოთხოვნებს და მათ შორის  მოიცავს შეფუთვის,  ნიშანდების და ეტიკეტირების პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, სასაქონლო ნიშანი, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია, საავტორო და მომიჯნავე უფლებები) შექმნასთან, მათ გამოყენებასა და  სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივი და პირად არაქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საკანონმდებლო აქტებით: საქართველოს საპატენტო კანონი, კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ, კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ.
 

საქართველოს კანონი სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ - განსაზღვრავს სასაქონლო ბირჟების (მათი ფილიალების) და სასაქონლო საბირჟო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ გარანტიებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილება N420 - ადგენს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესს.

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©