კავშირგაბმულობა, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები

საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" - კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მათი გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. 


საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" - კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, ლიცენზირების წესსა და პროცედურებს.

 

საქართველოს კანონი ,,ინოვაციების შესახებ" - კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა,  საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

 

საქართველოს კანონი "ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ’’ - კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.


საქართველოს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ - კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.


საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ - კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, დააწესოს საჯარო და კერძო სექტორების უფლება-მოვალეობები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, აგრეთვე განსაზღვროს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები.

 

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ - კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

 

საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ - კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

 

საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ - ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

 

საქართველოს კანონისაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ - კანონი არეგულირებს საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ - კანონის მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა.

 

საქართველოს კანონისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტები:

I. ITU-ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს წესდება, კონვენცია, საერთაშორისო კავშირის რეგლამენტი და რადიოკავშირის რეგლამენტი.

ა) ITU-ს წესდება და კონვენცია - განსაზღვრავს ITU-ს მიზნებს, შემადგენლობას, წევრი ქვეყნების უფლებებს და მოვალეობებს, სტრუქტურას, არჩევნების ჩატარების პრინციპებს და ა.შ.; ITU-ს გენერალური მდივნის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის წესებს, ITU-ში წევრი ქვეყნების მიერ საწევრო შენატანების სტრუქტურას და ა.შ. განსაზღვრავს ITU-ს მიზნებს, შემადგენლობას, წევრი ქვეყნების უფლებებს და მოვალეობებს, სტრუქტურას, არჩევნების ჩატარების პრინციპებს და ა.შ.;

ბ) საერთაშორისო კავშირის რეგლამენტი - განსაზღვრავს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურებების გაწევის საერთო პრინციპებს, ასევე  ძირითად საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირით მომსახურების გასაწევად.

გ) რადიოკავშირის რეგლამენტი - განსაზღვრავს პრინციპებს, როგორიცაა რადიოსიხშირული სპექტრის ზოლების ჰარმონიზირებული განაწილება, წევრი ქვეყნების გეოსტაციონალურ ორბიტაზე თანამგზავრების პოზიციას და რადიოსიხშირეების გამოყოფის პრინციპებს, რადიოგადამცემი სადგურების ფუნქციონირების კოორდინაციას და ა.შ.

 

II. UPU-ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს წესდება, კონვენცია, შეთანხმება საფოსტო საგადახდო მომსახურებების შესახებ, საფოსტო წერილობთი კორესპოდენციის რეგლამენტი, საფოსტო ამანათების რეგლამენტი

ა) წესდება და საერთო რეგლამენტი - მსოფლიო საფოსტო კავშირის ფუნდამენტური აქტი, რომელიც შეიცავს კავშირის ფუნქციონირების ძირითად დებულებებს. საერთო რეგლამენტი მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირის წესდების გამოყენებას და საქმიანობას.
 

ბ) კონვენცია - მოიცავს საერთაშორისო საფოსტო გზავნილის მიღების, დამუშავების, გადაგზავნის და ჩაბარების ზოგად დებულებებს როგორებიცაა: უნივერსალური საფოსტო მომსახურება, ტრანზიტის თავისუფლება, ტარიფები, საფოსტო მარკები, საფოსტო უსაფრთხოების, აკრძალული საფოსტო გზავნილების საკითხები და ა.შ.
 

გ) შეთანხმება საფოსტო საგადახდო მომსახურებების შესახებ - შეთანხმების მიზანია  დაინერგოს მასობრივი მომხმარებლისთვის საფოსტო საგადახდო მომსახურების საიმედო, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული სისტემა დანიშნული ოპერატორების ქსელების ურთიერთქმედების უზრუნველმყოფი სისტემების საფუძველზე.
 

დ) საფოსტო წერილობთი კორესპოდენციის რეგლამენტი - ადგენს საერთაშორისო წერილობითი კორესპოდენციის სახეებს და სახეობებს. მათი მიღების დამუშავების, გაგზავნის და ჩაბარების წესებს;
 

ე) საფოსტო ამანათების რეგლამენტი - ადგენს საერთაშორისო საფოსტო ამანათების სახეებს და სახეობებს. მათი მიღების დამუშავების, გაგზავნის და ჩაბარების წესებს.
 

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოკავშირის რეგიონალური კონფერენციის (2006 წ. 15 მაისი-16 ივნისი, ქ.ჟენევა) მიერ მიღებული რეგიონალური შეთანხმების “174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის  ზოლებში 1-ლ რაიონში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ”

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ - დადგენილება განსაზღვრავს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველთა მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესს.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" - პროგრამის მიზანია საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” - დებულების  მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველ ყოფა. დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.


საქართველოს მთავრობის დადგენილება ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” - წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს, დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს.  წესის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების გარეშე ორგანიზაციების ან/და ფიზიკური პირების მიერ დაზიანებისაგან დაცვა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულება ”ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე” - ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენდა, რომელიც განხორციელდა მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად. 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივ სტატუსი, მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის წესი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის კომპეტენცია, კომისიის აპარატის სტრუქტურა, კომისიის ბიუჯეტი, აგრეთვე კომისიის ლიკვიდაციის წესი და პირობები.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ - დადგენილების მიზანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების განსაზღვრა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ" - დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©