კომპონენტი 1 - პოლიტიკის გაძლიერება და პროგრამული ჩარჩოები ინდუსტრიული ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და პროპაგანდისათვის

პირველი კომპონენტის მიზანია სამრეწველო სფეროს პროფილის ამაღლება ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შემქმნელებისა და ინსტიტუციურ დონეზე; ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება და პროგრამული ჩარჩოს შექმნა, რომელიც ენერგოეფექტურობის მდგრად განვითარებას და კლიმატზე მრეწველობის სფეროს ზეგავლენის შერბილებას შეუწყობს ხელს. 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

 


სამუშაო ჯგუფი იმუშავებს პერიოდული შეხვედრების მეშვეობით ხელმძღვანელ სამთავრობო მოხელეებსა და სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რასაც ხელს შეუწყობს სამდივნო და ექსპერტები დებატის თემასთან (თემებთან) დაკავშირებულ საკითხებზე. სამუშაოსთვის შერჩეულ კონკრეტულ თემასთან (თემებთან) დაკავშირებით შეიმუშავებენ დროში შეზღუდულ სამუშაო პროგრამებს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო არეალით, მიზნობრივი შედეგებითა და მიზნებით.

სამუშაო ჯგუფი საქმიანობას შეუდგა 2020 წლის დასაწყისში ენერგოეფექტურობის იმპლემენტაციის მიზნით მთავრობასა და მსხვილ საწარმოებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმებების (VA) სქემაზე მუშაობით.

ამ თემიდან დაწყების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია:
მუხლი 21. ენერგოეფექტურობის წამახალისებელი დამატებითი ღონისძიებები მრეწველობაში

სამუშაო ჯგუფის მე-2 შეხვედრის მიზანი იყო ორი ძირითადი თემის/საქართველოს შესაძლო მომავალი ნებაყოფლობითი შეთანხმებების სქემის ელემენტების განხილვის გაგრძელება:

  1. ნებაყოფლობითი შეთანხმების სქემაში მონაწილე საწარმოების მიერ მისაღწევი მიზნების ჩამოყალიბება
  2. წახალისების სტიმულები, რომლებიც შეთავაზებული უნდა იქნას ნებაყოფლობითი შეთანხმების სქემაში მონაწილე საწარმოებისთვის 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს სამრეწველო საწარმოებში ჩატარებული ენერგოეფექტურობის კვლევის წინასწარი შედგები.

შეხვედრა მიმდინარეობდა ონლაინ 3 დღის განმავლობაში, დღეში 90 წუთიან სესიებად. შეხვედრაზე გაკეთებული პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
 

სამშაბათი, 9 თებერვალი 2021 წ.


ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021 წ.

ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 წ.

 

 

ენერგოეფექტურობის საკითხებზე მთავრობის და სამრეწველო სექტორის სამუშაო ჯგუფის მიზანია „პლატფორმის“ შექმნა მთავრობასა და სამრეწველო სექტორს შორის რეგულარული დიალოგის წარმართვისთვის, რათა მათ ერთობლივად განიხილონ და განსაზღვრონ გადაწყვეტილებები იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს ახალი კანონის და ევროკავშირთან ასოცირების სხვა ენერგო დირექტივების იმპლემენტაციას მთავრობისა და სამრეწველო კომპანიების, ასევე მათი საქმიანობის მიმართ. ენერგოეფექტურობის საკითხებზე მთავრობის და სამრეწველო სექტორის სამუშაო ჯგუფის (შემდგომში მარტივად წოდებული, როგორც სამუშაო ჯგუფი - WG) მიზანია ყველაზე ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის მდგარდი ენერგეტიკის განვითარებისთვის.
 


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

  • საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა და დისკუსია ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან – ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში, თბილისი, 3  ივლისი, 2019 წელი

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის და დისკუსიის ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან – ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში მიზანი იყო:

სამრეწველო სექტორში ნებაყოფლობითი შეთანხმებების განხორციელების გამოცდილების გაზიარება და განხილვა 

ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით სამრეწველო სექტორის გამოწვევების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების მოსმენა 

საქართველოსთვის შესაძლო მიდგომების, ქმედებების და ვარიანტების განხილვა სამრეწველო სექტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ნებაყოფლობითი შეთანხმებების განხორციელების მიზნით 
 


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

  • საერთაშორისო სემინარი - რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივა ქართულ სამრეწველო სექტორზე და ენერგოეფექტურობის შესაბამის ბაზარზე - ძირითადი აქცენტი მუხლებზე 7,8 და 16, თბილისი, 5-6 ივნისი, 2018 წელი. 

UNIDO-ს პროექტი საქართველოს მთავრობას და სამრეწველო ენერგოეფექტურობის მონაწილეებს ეხმარება ასევე 2012/27/EU ენერგოეფექტურობის დირექტივის (მოხსენიებული როგორც EED) ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაში. შედეგად, როცა EED-ის გადმოტანაზეა საუბარი, პროექტისათვის განსაკუთრებით რელევანტური ეს მუხლებია: 

მუხლი  7 – ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემები 
მუხლი  8 –ენერგიის აუდიტი და ენერგიის მართვის სისტემები
მუხლი 16 – კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების ხელმისაწვდომობა.

სემინარის მიზანი იყო მონაწილე მხარეებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება EED-ის მუხლების 7, 8 და 16, მათი ძირითადი ელემენტებისა და განხორციელების მოდელების თაობაზე; სხვა დონორებთან და საქართველოს მხარდამჭერ სხვა ორგანიზაციებთან (რომელთა ძალისხმევა მიმართულია ენერგოეფექტურობის თანამედროვე პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემოტანაზე), როგორიცაა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, თანამშრომლობის საფუძველზე, სემინარზე შეეცადნენ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ცოდნა გაეზიარებინათ ენერგოეფექტურობის სფეროზე; ასევე, მიმოიხილეს ამ სფეროში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებიც ქართველი კანონმდებლებისა და სამრეწველო ენერგოეფექტურობის მონაწილე მხარეების წინაშე არსებობს ან იარსებებს მომავალში. 

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

  • ვორქშოფი ISO 50001 საერთაშორისო სტანდარტის  და ენერგო მენეჯმენტის სისტემების შესახებ, თბილისი, 22–23 თებერვალი, 2018 წ.

საქართველოს სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის და სერტიფიცირების ორგანოებმა, როგორც შესაბამისობის შეფასების დაინტერესებულმა პირებმა გვთხოვეს მოგვეწყო მათთვის გამიზნული ვორქშოფი ISO 50001 საერთაშორისო სტანდარტის  და ენერგო მენეჯმენტის სისტემების შესახებ, რომელიც 2018 წლის 22-23 თებერვალს ჩატარდა ტექნო პარკში.

ვორქშოფის მიზანი იყო სამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის დაინტერესებულ პირებში ISO 50001-ის, ენერგო მენეჯმენტის სისტემების და სხვა  ISO 5000X სერიების სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაუმჯობესება. ძირითადი საკითხები, რომლებიც წარმოდგენილი იყო მოიცავდა ISO 50001 საერთაშორისო სტანდარტის და ენერგო მენეჯმენტის სისტემის ზოგად სტრუქტურას, ენერგიის მოხმარების გაზომვებს და მაჩვენებლებს, ISO 50001-ის სერთიფიცირებას და აკრედიტაციას. ვორქშოფი აგრეთვე  შესაბამის დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა განეხილათ საქართველოში ISO 50001-ის და ენერგო მენეჯმენტის სისტემების დანერგვასთან დაკავშრებული საკითხები. 

 

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©