კომპონენტი 3 –ინოვაციური ფინანსური მექანიზმების განვითარება (მათ შორის, კარბონის ფინანსირება) სამრეწველო ენერგოეფექტურობისა და დაბალი კარბონის ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციებისათვის

 

პროექტის მიზანია მობილიზება გაუკეთოს და გააქტიუროს დაფინანსება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან და ასევე, უზრუნველყოს ინვესტიციები  სამრეწველო საწარმოებიდან. პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ქვეყნებთან, პარტნიორ მთავრობებთან და მონაწილე მხარეებთან, რათა გამოავლინოს ინოვაციური და სათანადო ფინანსური მექანიზმები და დახმარება გაუწიოს დიზაინის პროცესში. 

პროექტის ინტერვენციები დამოკიდებული იქნება საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტული დახმარების კოორდინაციაზე სამრეწველო ენერგოეფექტურობის სფეროებში და კარბონის ფინანსირებაში პირდაპირი დახმარებით, UNIDO-ს მიერ ცოდნის აქტივებისა და ტრენინგის პროგრამების გაზიარებით, საპილოტე პროექტებზე და ენერგოეფექტურობის ფინანსირებისა და ინვესტიციების ხელშეწყობით. 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©