გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ენერგიის მართვის სისტემის (EnMS) პროგრამა და UNIDO-ს კვალიფიციური EnMS ექსპერტები
 

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განახორციელა UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის პროგრამა 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს პროექტის „სათბურის გაზების (GHG) ემისიების შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გზით“ ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის მდგრადი განვითარების და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს მიერ.

UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების (EnMS) ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის (CBI) პროგრამას გააჩნია ორი მიზანი:

  1. ენერგოეფექტურობის საკითხებში ადგილობრივი კონსულტანტების, მომსახურების პროვაიდერებისა და მრეწველობის სექტორის უზრუნველყოფა საჭირო გამოცდილებით, უნარ-ჩვევებით, მეთოდოლოგიებით და ინსტრუმენტებით, ენერგიის მართვის სისტემების ეფექტურად დანერგვის და მომსახურების გაწევის მიზნით ISO 50001 სტანდარტის შესაბამისად.
  2. ენერგიის მართვის სისტემების დანერგვის წარმატებით პილოტირება რიგ ქართულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ISO 50001 სტანდარტის შესაბამისად. 

UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების (EnMS) ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის (CBI) პროგრამა გამიზნული იყო, ერთის მხრივ, ენერგოეფექტურობის დარგში მოქმედ ეროვნულ კონსულტანტებსა და პროფესიონალებზე მართვის სისტემის სტანდარტების ცონდით; და მეორეს მხრივ, ენერგო მენეჯერებსა და პროექტის პარტნიორი საწარმოების სხვა შესაბამის პერსონალზე.

UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების (EnMS) ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის (CBI) პროგრამა შედგებოდა 4 EnMS სასწავლო მოდულისაგან, სამუშაო ადგილზე განხორციელების პრაქტიკისა და საერთაშორისო ტრენერების მიერ ინსტრუქტაჟის თანხლები პროგრამის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში. ყოველი ტრენინგის მოდულის შემდეგ სტაჟიორებს უნდა გავლოთ შუალედური ტესტები, ხოლო პროგრამის დასასრულს საბოლოო გამოცდის ჩაბარება სავალდებულო იყო პროგრამის წარმატებით დასასრულებლად.

სურათი 1. საქართველოში განხორციელებული UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების (EnMS) ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის (CBI) პროგრამის მიმოხილვა

2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემდეგმა სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს UNIDO-ს ენერგიის მართვის სისტემების (EnMS) ოპტიმიზაციის და იმპლემენტაციის (CBI) პროგრამა და მოიპოვეს UNIDO-ს კვალიფიციური ენერგიის მართვის სისტემის ექსპერტის წოდება:     

  1. ქ-ნი ხათუნა დიდბარიძე         
  2. ქ-ნი ლია თამაზაშვილი
  3. ბ-ნი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი   
  4. ბ-ნი ფარნაოზ დვალი              
  5. ქ-ნი თამარ ცუკილაშვილი      

კვალიფიციური ექსპერტების საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, დააწკაპუნოთ შესაბამის სახელზე.

დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©