მოწვევა ტრენინგზე ტექნიკური რეგლამენტი - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები"

 

2021 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები", რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცხოვრებელი და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების" განუყოფელ ნაწილს.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ა/წლის მარტი/აპრილის თვეში იგეგმება ტექნიკური რეგლამენტის - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები"-ს და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ონლაინ ტრენინგის ჩატარება კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში მსმენელებს მიეცემათ საშუალება „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესებში" განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად გაეცნონ ტექნიკური რეგლამენტის - "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები"-ს ძირითად მიზნებსა და გამოყენების პირობებს.  

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ 14 მარტის ჩათვლით 

ელ.ფოსტაზე - nchkheidze@moesd.gov.ge წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  1. არქიტექტორის დიპლომის ასლი;
  2. სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;
  3. საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ტრენინგის თარიღის და სხვა დეტალების შესახებ, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ მოგვიანებით.

 

 

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©