თავის მოკლე მიმოხილვა

შეთანხმების ეს ნაწილი ითვალისწინებს საქართველოს  სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან, რაც თავის მხრივ გულისხმობს როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დაახლოებას.


ვალდებულება

თავში (დანართებში) გაწერილია კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების როგორც ჰორიზონტალური, ასევე სექტორული პრიორიტეტები. ჰორიზონტალურ კანონმდებლობასთან დაახლოება მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების მოწყობის, ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების გადმოტანას საქართველოს კანონმდებლობაში, ხოლო სექტორულ კანონმდებლობასთან დაახლოება გულისხმობს ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების გადმოტანას საქართველოს კანონმდებლობაში. ეს დირექტივები ეხება სამრეწველო პროდუქციას  და მოიცავს 21 ევროპულ დირექტივას.

ამ ეტაპზე საქართველოს მიღებული აქვს 6 ევროპული დირექტივა. დანარჩენი 15 დირექტივის დანერგვა განხორციელდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში ეტაპობრივად და ყველა მათგანს განესაზღვრება გარდამავალი ვადა რათა ადგილობრივ ბიზნესს არ შეექმნას პრობლემები ახალი ნორმების დაკმაყოფილებისას.

შეთანხმების თანახმად უნდა დაინერგოს ეფექტიანი ბაზრის ზედამხედველობის სისტემა სამრეწველო პროდუქტებზე, რაც ხელს შეუწყოს ქვეყანის ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას და ამ გზით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.


სარგებელი

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შემოწმების შედეგად დადასტურდება, რომ საქართველომ ჰორიზონტალური, ასევე სექტორული კანონმდებლობა და შესაბამისი ინსტიტუციები სრულად დაახლოვა ევროკავშირის კანონმდებლობასა და მოთხოვნებთან, შეთანხმების თანახმად შესაძლებელია გაფორმდეს ACAA (შეთანხმება შესაბამისობის შეფასების და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ - Agreements on Conformity Assessment and Acceptance of Industrial Products (ACAA)).  აღნიშნულმა შეთანხმებამ შეიძლება მოიცვას ერთი ან რამდენიმე სექტორი. ACAA უზრუნველყოფს მხარეებს შორის ვაჭრობას იმავე პირობებით, რაც გამოიყენება ამავე პროდუქციით ვაჭრობისას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©