თავის მოკლე მიმოხილვა

შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ და თანმიმდევრულ გახსნას. ხელშეკრულება ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელთა ღირებულება აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონეტარულ ზღვრებს. ყველაზე დაბალი მონეტარული ზღვარი არის 134 000 ევრო.  

 

ვალდებულებები

  • სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება, კერძოდ დაახლოება ევროკავშირის 4 ძირითად დირექტივასთან, რომელიც ეხება სამუშაოების, საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურების კოორდინაციას; წყლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების პროცედურების კოორდინაციას; საქონლის მიწოდებისა და სამუშაოების საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციას; წყლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ტელეკომუნიკაციების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების პროცედურების ევროკავშირის წესების გამოყენების თაობაზე კანონის, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციას.
  • კანონმდებლობის დაახლოების დაწყებამდე, საქართველომ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა (roadmap) და წარუდგინოს ვაჭრობის საკითხებში ასოცირების კომიტეტს. 
  • შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების შენარჩუნება, როგორც შესყიდვების პოლიტიკის შემუშავების და აღსრულების, ასევე დავების განხილვის კუთხით.  



სარგებელი

  • ევროკავშირის შესაბამისი ბაზრის გახსნა ქართული კომპანიებისათვის მოხდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ეტაპობრივად და თანმიმდევრულად. 
  • ბაზრის ეტაპობრივი და თანმიმდევრული გახსნა დაკავშირებულია საკანონმდებლო დაახლოებასთან. სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმება მოიცავს დანართს, სადაც გაწერილია კანონმდებლობის თანმიმდევრული დაახლოებისა და შესაბამისად, ბაზრის გახსნის ეტაპები და ვადები.

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©