განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა დღეის მდგომარეობით დიდ წილად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. თუმცა, ასოცირების შეთანხმების ამოქმედებასთან ერთად საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მფლობელთათვის მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველყოფას. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის არსებობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციას.  

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი) ფუნქციონირებს დასავლური სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. რეგისტრირდება სამრეწეველო საკუთრების ყველა ობიექტი (პატენტი, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, და სხვ.) და ასევე ამავე უწყებაში ხდება საავტორო უფლებით დაცული ნაშრომების დეპონირება. მოქმედებს ელექტონული მმართველობის სისტემა (განაცხადების მიღება, დამუშავება, და ა.შ) და ინფორმაცია მომხარებელთათვის ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. საქართველოში ასევე გამართულად ფუნქციონირებს საავტორო უფლებათა საზოგადოება, დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ახორციელებს ავტორთა უფლებების დაცვასა და მონაწილეობას იღებს ამ უფლებების აღსრულებაში. ეს ორი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს და კანონით დადგენილი ფუნქციების გარდა ახორციელებს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში ამ დარგის მიმართ ცნობიერების ამაღლებისკენ.  

ამასთან, პრაქტიკაში აღსანიშნავია რომ ძალზედ გააქტიურდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების გამოვლენა და აღსრულება; ამ მიმართულებით საბაჟოზე ინტენსიურად ხდება სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს კონტრაფაქციული ნაწარმის შეჩერებასა ან/და განადგურებას.

 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©