განსახხორციელებული რეფორმები
 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე არსებითი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ამჟამად მუშაობს საქპატენტი მოიცავს შემდეგს:
 

  • განსახორციელებელია ცვლილებები "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლებიც ძირითადად შეეხება შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებების მოქმედების ვადების გაზრდას (70 წელი). 
  • განსახორციელებელია ცვლილებები "საქართველოს საპატენტო კანონში“, რომლებითაც იმ სამედიცინო პროდუქტებისათვის, რომლებისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით უნდა დადგინდეს დაცვის ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელება; დამატებითი დაცვის მოწმობის გაცემის შესაძლებობა უნდა გავრცელდეს მცენარეთა დაცვის პროდუქტებზეც. 
  • რიგ საკანონმდებლო აქტებში შესატანია ცვლილებები (მაგ. წამლის შესახებ კანონი, სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები), რომლითაც ჩამოყალიბდება ყოვლისმომცველი სისტემა, რათა გარანტირებული იქნას კონკრეტული ვადების ფარგლებში (6 წელი სამედიცინო პროდუქტებზე, 10 წელი მცენარეთა დაცვის პროდუქტებზე) იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ფარულობა და არ გამოყენება, რომელიც წარდგენილია სამედიცინო პროდუქტის ბაზარზე განთავსების ნებართვის მიღების მიზნით, ან მცენარეთა დაცვის პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციისას.  აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პროდუქტებთან მიმართებაში, მონაცემთა დაცვის ვადა აითვლება ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე (ევროკავშირში ან საქართველოში) წამლის პირველად რეგისტრაციის მომენტიდან. 
  • სამოქალაქო აღსრულების კუთხით,  შეთანხმების ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი თავი დეტალურად ადგენს საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა აისახოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში.


ზემოთაღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინაროებს და მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©