საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს შესარჩევ კონკურსს ანალიტიკოსთა ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; სამშენებლო პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრო  განიხილავს  ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით

  • ბიზნეს-ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ფიზიკა
  • მათემატიკა
  • ინჟინერია
  • ფინანსები
  • აუდიტი
  • საჯარო მმართველობა

სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროებში
     

უცხო ენები

  • აუცილებელია ინგლისური ენის C2 დონეზე ცოდნა
  • სასურველია მეორე უცხო ენის ცოდნა


ასევე განიხილებიან კანდიდატები, რომელთაც შესაძლოა არა აქვთ ჩამოთვლილ კონკრეტულ სფეროებში მიღებული განათლება, თუმცა აქვთ 5 წლიანი გამოცდილება საწარმოს მართვის, აუდიტის, ფინანსური ანალიზის, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით ან/და ამავე სფეროებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება.


საჭირო უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • კრიტიკული ანალიზის უნარი
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

 
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

  1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
  2. მოტივაციის სისტემებს;
  3. განვითარების საშუალებას;
  4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
  5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

გთხოვთ CV-ები გამოგზავნოთ მისამართზე hr@moesd.gov.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©