საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცხადებს კონკურსს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს  კონსულტანტის პოზიციაზე - ინოვაციების პოლიტიკის მიმართულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. 
 

კონსულტანტის ფუნქციებია:

  • საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობა;
  • ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის კოორდინირება;
  • უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
     

საკონკურსო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა.


კანდიდატი უნდა ფლობდეს ცოდნას ან/და გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:

  • ინოვაციური ეკოსისტემის კვლევა/ანალიზი
  • ინოვაციური პროდუქტების დანერგვა/ხელშეწყობა
  • კომერციალიზაციის სტრატეგიული ანალიზი;
  • ღირებულების ჯაჭვის (Value chain) ანალიზი;
  • მოდელირება (სცენარები / გადაწყვეტილების ხეები / სტატისტიკური ანალიზი ).
     

ცოდნა ტექნოლოგიებში:

  • MS Office და MS PowerPoint – advance used

უპირატესობად ჩაითვლება: 

  • Big data ანალიზის მეთოდები
  • ERP გადაწყვეტილებები


შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლების, კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად. 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებით (გასაუბრება მოიცავს მათ შორის დავალების შესრულებასაც).  

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge

გთხოვთ,  თემის ველში (subject) მიუთითოთ - ინოვაციების პოლიტიკა

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©