ხედვა

საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება; შესაბამისად, მათი და ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენების ხელშეწყობა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირების და ქვეყანაში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობით. 

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისა და ექსპორტის ხელშეწყობისათვის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შედეგებისა და და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების რეგულარული ანალიზი.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.

ფუნქციები

  • ქვეყნის საგარეო სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა; 
  • საერთაშორისო სავაჭრო ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების წარმართვა, კოორდინაცია და მათი განხორციელების მონიტორინგი; 
  • საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; 
  • ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე;  
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი, ვმოს-ს ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობა  და სანოტიფიკაციო საქმიანობის წარმართვა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების  კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; 

საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2006 წლის 1 სექტემბრიდან საიმპორტო ტარიფების 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე. აღარ არსებობს სეზონური ტარიფები. იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII-ე თავისშესაბამისად.

სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე 
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.

ირიბი გადასახადები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის და სააქციზო გადასახადის განაკვეთები ადგილობრივ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თანაბარია. 

ლიცენზიები და ნებართვები
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება, კვოტირება, აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის. კერძოდ, გაიცემა შემდეგი სახის ლიცენზიები და ნებართვები:
 

აკრძალულია კულტურულ ფასეულობათა საქონლის საქართველოდან ექსპორტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.


წარმოშობის სერთიფიკატები
საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №420 დადგენილებით, დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ. 

სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. 

საქართველოში მოქმედი სავაჭრო რეჟიმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation)

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო)  წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (164 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე.

 

  • პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences - GSP)

პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ძირითადი არსია ბენეფიციარი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე.

საქართველო არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის რეჟიმის ბენეფიციარი:  აშშიაპონიაკანადა,შვეიცარია და ნორვეგია.

 

  • თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ვაჭრობის გათავისუფლებას საბაჟო-საიმპორტო გადასახადისაგან, გარდა ურთიერთშეთანხმებული გამონაკლისებისა.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან და ევროკავშირთან.


მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები  თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება “თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” დსთ-ს 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმებით, და ასევე ორმხრივ ფორმატში იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ასეთი სახის ორმხრივი შეთანხმება.

საქართველო ასევე არის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ფარგლებში მოქმედი “თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ” 2002 წლის მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყნა. 


2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შქმნის შესახებ  (DCFTA) შეთანხმება

2018 წლის 20 მარტს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების  წესების შესახებ ოქმი I-ის ჩანაცვლება პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების რეგიონალური კონვენციის შესაბამისი დანართით. 

აღნიშნული ცვლილება იძლევა საშუალებას ამოქმედდეს დიაგონალური კუმულაცია ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მოახდენს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაბამისი ცვლილების რატიფიცირებას. საქართველომ უკვე დაასრულა აღნიშნული ცვლილების რატიფიცირების პროცედურები.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცია.

 

ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები  თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ 

საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან:

რუსეთის ფედერეცია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი,  თურქეთი.

ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით ითვალისწინებს გამონაკლისებს, კერძოდ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიდან გარკვეული სახის საქონლის ამოღებას. 

რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებული პროდუქციის ნუსხა იხილეთ დანართად (დანართი №1).

თურქეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებები: საქართველოს მხრიდან (დანართი №2), თურქეთის მხრიდან (დანართი №3) თურქეთის საიმპორტო კვოტები (დანართი №4)

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის“. 

შეთანხმების ძირითადი ტექსტი 
დანართი I 
დანართი I ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სატარიფო განრიგი 
დანართი I - საქართველოს სატარიფო განრიგი 
დანართი II A - წარმოშობის სპეციფიური წესები 
დანართი II B - წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა 


2016 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. 2017 წლის სექტემბრიდან შეთანხმება ძალაში შევიდა ნორვეგიისთვის და ისლანდიისთვის, ხოლო შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან 2018 წლის პირველი მაისიდან.

შეთანხმების ტექსტი:

ძირითადი შეთანხმების ტექსტი - EFTA - საქართველო 
I დანართი არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნომენკლატურა
II დანართი წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები 
III დანართი ვაჭრობის ხელშეწყობა
IV დანართი ქვეკომიტეტის მანდატი საქონლით ვაჭრობაზე
V დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - ისლანდია და საქართველო
VI დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - ნორვეგია და საქართველო
VII დანართი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე სატარიფო ვალდებულებების ნუსხა - შვეიცარია და საქართველო
VIII დანართი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები 
VIII დანართის დამატება 1  სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი - საქართველო 
VIII დანართის დამატება 2 სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი - ისლანდია 
VIII დანართის დამატება 3 სპეციფიური ვალდებულებების ცხრილი - ლიხტენშტაინი 
VIII დანართის დამატება 4 სპეციფიური ვალდებულებების ცხრილი - ნორვეგია 
VIII დანართის დამატება 5 სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი - შვეიცარია 
IX დანართი უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი  
IX დანართი დამატება 1 უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი - საქართველო 
IX დანართის დამატება 2  უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი - ისლანდია 
IX დანართის დამატება 3  უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი - ლიხტენშტაინი 
IX  დანართის დამატება 4 უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი - ნორვეგია 
IX დანართის დამატება 5 უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისების ჩამონათვალი - შვეიცარია 
X დანართი  ფინანსური მომსახურება 
XI დანართი სატელეკომუნიკაციო მომსახურება 
XII დანართი საზღვაო ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება 
XIII დანართი - ენერგეტიკის სფეროში მომსახურება 
XIV დანართი - დათქმები 
XIV დანართის დამატება 1 - საქართველოს დათქმები
XIV დანართის დამატება 2 - ისლანდიის დათქმები 
XIV დანართის დამატება 3 - ლიხტენშტაინის დათქმები 
XIV დანართის დამატება 4 - ნორვეგიის დათქმები 
XIV დანართის დამატება 5 - შვეიცარიის დათქმები 
XV დანართი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა 
XVI დანართი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
 


ვმო-ს შეთანხმებები

გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ (GATT) - შეთანხმების ძირითადი მიზანია ვაჭრობის ლიბერალიზაცია, სავაჭრო ბარიერების შემცირების, მათ შორისპროტექციონისტული ტარიფების დონის დაწევის გზით.

გენერალური შეთანხმება მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS) - წარმოადგენს მრავალმხრივ დონეზე შეთანხმებულ იმ სავაჭრო წესებისა და ნორმების კრებულს, რომელიც არეგულირებს მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას. 
 

ინტელექტურალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ  (TRIPS) - შეთანხმება ძირითადად სახელმწიფოთა წინაშე აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საკითხებს.

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ (TBT) - შესაბამისად თითოეული წევრის მიერ შემოღებული უნდა იყოს ტექნიკური რეგულაციები იმგვარად, რომ მათ არ შექმნან საერთაშორისო ვაჭრობაში ზედმეტი დაბრკოლებები. 

სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ (SPS)- შეთანხმებით არ არის განსაზღვრული საქონლის იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის რაიმე აკრძალვითი ან ლიცენზირებადი ღონისძიებები, გარდა  იმ ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების დაცვას.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ანალიზი


საქართველოს საგარეო ვაჭრობა - 2017 წელი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა – 2016 წელი 
 

2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.8%-ით გაიზარდა და 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

  • ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით და 2 728 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა;
  • იმპორტი გაიზარდა 9.4%-ით და 7 979.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა;
  • სავაჭრო ბალანსმა 5 251.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©