ხედვა

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე და საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო სექტორების გამართულ და ეფექტიან მუშაობაზე.

საქართველო მდებაროებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება. შესაბამისად საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სატრანსპორტო დარგების კოორდინირებული ფუნქციონირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-მშენებლობა და ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ქვეყნის სატრანსპორტოს სისტემების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას.

ფუნქციები

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები :

 

  • ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა; 
  • ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; 
  • სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; 
  • ტრანსპორტის სფეროში სამთავრობათაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების პროექტების შემუშავება  და გაფორმება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტის დარგების საქმიანობის კოორდინაცია; არსებული პრობლემატიკისა და საჭიროებების შესწავლა და ანალიზი; 
  • სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; 
  • გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა;  
  • საჭიროების შესაბამისად მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების ინიციირება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; 
  • სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიციირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსთან, პროგრამებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთანთანამშრომლობა; 

დეპარტამენტის ძირითადი პრიორიტეტები:

  • საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება;
  • ლოგისტიკური სისტემების და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარება;
  • სამართლებრივი ბაზის მიახლოება ევროპის კანონმდებლობასთან;
  • საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება; 
  • ორმხრივი და მრავალმხრივი სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიზნით სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების გაფორმება;
  • სატრანსპორტო სისტემების უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება;
  • სატრანსპორტო სისტემების კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლება;
  • მომსახურების დონის გაუმჯობესება;
  • მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესება და დროშის სახელმწიფო ვალდებულებათა სათანადო შესრულება.

საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო სისტემები

საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტები



ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტები

  • მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი
  • ამბროლაურის აეროპორტი
  • ნატახტარის აეროდრომი
  • თელავის აეროდრომი - „აეროპორტი მიმინო“

 

საზღვაო ნავსადგურები/ტერმინალები

 

სარკინიგზო ტრანსპორტი

 

საერთაშორისო შეთანხმებები და კონვენციები


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©