ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხედვა

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და დასაცავად, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება; ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება; ელექტრონული კომუნიკაციების, ფოსტის და მაუწყებლობის თანამდეროვე ტექნოლოგიებით განვითარება, მეწარმეობის და კონკურენციის განვითარება; ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნებთან ერთად ახალი, საინფორმაციო და საფოსტო სივრცის ფორმირება; ელექტრონული კომერციის განვითარება და სხვა.

ფუნქციები

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიის, პროგრამების ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; 
  • საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა შემუშავება;
  • საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; 
  • კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; 
  • საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის  კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
  • საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; 
  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; 
  • საერთაშორიო თანამშრომლობა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში და ა.შ.

საერთაშორისო და დარგობრივი შეთანხმებები

დარგობრივი შეთანხმებები:

  • „შეთანხმება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საინფორმაციო მრეწველობის სამინისტროს შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინოვაციისა და ტექნოლოგიების ფედერალურ სამინისტროს შორის ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე და ეფექტურ ადმინისტრირებაში თანამშრომლობის შესახებ"
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროს შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ’’

საერთაშორისო შეთანხმებები:

  • ხელშეკრულება "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’;
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "შეთანხმება “საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შრის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო გზავნილებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის დარგში’’
  • შეთანხმება "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ელექტრო და საფოსტო კავშირგაბმულობის დარგში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების დარგში თანამშრომლობის თაობაზე“
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი "საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ’’


მიმდინარე შეთანხმებები:

  • მიმდინარეობს პოლონეთის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების გაფორმების, ხოლო ინდოეთის და ირანის რესპუბლიკებთან მემორანდუმების გაფორმების პროცედურები. 

საერთაშორისო რეიტინგები

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალურ ანგარიშში ქსელური მზადყოფნის (NRI) ინდექსში საქართველო 139 ქვეყანას შორის 58-ე ადგილზეა, მან სარეიტინგო სიაში 2012 წელთან შედარებით 30 ადგილით წინ გადაინაცვლა;
  • ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსი - 72 (175 ქვეყნიდან), 2010 წელთან შედარებით საქართველომ 2016 წლის რეიტინგში 13 ადგილით წინ წაიწია;
  • ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) და ბიზნეს ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (INSEAD) მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ გლობალური ინოვაციების რეიტინგში (GII) - 64 (128 ქვეყნიდან), 2015 წელთან შედარებით საქართველომ 2016 წლის რეიტინგში 9 ადგილით წინ წაიწია; ხოლო 2010 წელთან შედარებით 20 ადგილით.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©