ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
08-02-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხზე საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად. შეხვედრისას განხილული იქნა პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©