ნიკოლოზ ალავიძე ავიაკომპანია "Lufthansa“-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
22-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითასრების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ავიაკომპანია "Lufthansa“-ს ვიცე-პრეზიდენტს, შტეფან კრუცპეინტნერს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ავიაკომპანია "Lufthansa“-ს ვიცე-პრეზიდენტთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და არსებული საქმიანობის გაზრდის პერსპექტივები.  დავსახეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც ძალიან მალე, კარგად აისახება და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტული ნაკადებისთვის და იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიზანმიმართულად ავითარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა ჩვენი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია. "Lufthansa“ 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, არის ერთ-ერთი ლიდერი, გადამყვანი საავიაციო კომპანია. ჩვენთვის სტრატეგიული და  ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით გაზრდილ როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესნაკადებს, რომელთა უმეტესობას სწორედ  კომპანია „ლუფთანზა“ ემსახურება“ - აღნიშნა  ნიკოლოზ ალავიძემ.

"Lufthansa“-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, სადაც ნათლად იყო წარმოდგენილი ბაზრის თავისებურებები და ის სეგმენტები, რომელიც კომპანიისთვის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ბიზნესის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

„საქართველოში ჩემს ვიზიტს სამი მიზანი აქვს: ეს არის  სტრატეგიის დასახვა, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით მიღწევების უკეთ გაცნობა და მესამე - პოტენციური სავაჭრო პარტნიორების გაცნობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა შტეფან კრუცპეინტნერმა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©